რუსეთი

რუსი დეპუტატი სასწავლო პროგრამიდან სოლჟენიცინის "არქიპელაგი გულაგის" ამოღებას ითხოვს

ალექსანდრ სოლჟენიცინი

პარტია ერთიანი რუსეთის დეპუტატმა, დმიტრი ვიატკინმა სკოლის სასწავლო პროგრამიდან ალექსანდრ სოლჟენიცინის არქიპელაგი გულაგის ამოღების წინადადება წამოაყენა. მისი თქმით, ის ნაწარმოებები, რომლებმაც "დროის ტესტს ვერ გაუძლეს" სასწავლო გეგმაში არ უნდა იყოს. 

რუსი დეპუტატის მტკიცებით, სოლჟენიცინის არქიპელაგ გულაგში, რომელიც სტალინის დროინდელ საბჭოთა რეპრესიებს ეხება, ბევრი ფაქტი "თითიდან გამოწოვილი" და მოგონილია. ვიატკინის აზრით, არქიპელაგი გულაგის ნაცვლად, სასკოლო ლიტერატურის პროგრამაში საბჭოთა ავტორების ისეთი წიგნები უნდა დაბრუნდეს, როგორიცაა ალექსანდრ ფადეევის ახალგაზრდა გვარდია, ან იური ბონდარევის ცხელი თოვლი. ამ იდეას მხარი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმაც დაუჭირა. 

სოლჟენიცინის არქიპელაგი გულაგის შემოკლებული ვერსია სასწავლო პროგრამაში 2009 წელს შევიდა. შესაბამისი ბრძანება იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა ნატალია სოლჟენიცინასთან შეხვედრის შემდეგ გასცა.

ალექსანდრე სოლჟენიცინმა 1970 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო, რომელიც მას 1974 წელს, ანტისაბჭოთა საქმიანობაში ბრალდებით სსრკ-დან გაძევების შემდეგ გადასცეს. 

კომენტარები