რუსეთი

რუსეთმა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ფრეგატი ატლანტის ოკეანეში გაუშვა

რუსეთმა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რეკეტებით, ცირკონებით აღჭურვილი ფრეგატი ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში გაუშვა. ფრეგატის, სახელმწოდებით "საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი გორშკოვი" გაშვების ცერემონიალს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ დაესწრნენ

"ხომალდი უახლესი ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემით - ცირკონითაა აღჭურვილი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. ეს იარაღი საშუალებას მისცემს რუსეთს, საიმედოდ დაიცვას თავი პოტენციური გარე მტრისგან და დაგვეხმარება, ვემსახუროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს". - თქვა პუტინმა. 

შოიგუს თქმით, ცირკონებით შეიარაღებულ გემს როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში მტრისთვის ზუსტი და ძლიერი დარტყმის მიყენება შეუძლია. 

შოიგუმ აღნიშნა ისიც, რომ ცირკონის ჰიპერბგერით რაკეტებს ნებისმიერი სარაკეტო თავდაცვის სისტემის გარღვევა შეუძლიათ. შოიგუს თქმით, რაკეტების სიჩქარე ბგერის გავრცელების სიჩქარეს 9-ჯერ აღემატება და მათ 1000 კმ-ზე მეტი დიაპაზონი აქვთ. 

კომენტარები