მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ხოშტარია სააკაშვილზე: ვინც ფიქრობს, რომ მას ეს არ ეხება და პოლიტიკური თემაა, არასწორია

ამ პროცესში არ არის საკმარისი, ჩვენ ვთქვათ, რომ - აი, მე ხომ ვქენი, მეტი რა ვქნა. ყველამ და მასიურად გამოსავალი უნდა ვეძებოთ, იმიტომ, რომ საზოგადოების ნებისმიერი წევრი, რომელიც დღეს ფიქრობს, რომ მას ეს არ ეხება, რომ ეს პოლიტიკური საკითხია, რომ საბოლოო ჯამში სააკაშვილს არაფერიც არ მოუვა - ეს, ჩემი აზრით, არასწორი, მაგრამ ბუნებრივი ფიქრებია. ბუნებრივია, რომ შენ რაღაცნაირად არ გინდა, პასუხისმგებლობა მიიკარო, რომ შენ თვალწინ ადამიანი კვდება. მაგრამ, თუ ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებთ და არ გავიაზრებთ, რომ რეალურად ადამიანი ასე ჩვენ თვალწინ კვდება და თუ ამას არ შევეწინააღმდეგებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება წამებით სიკვდილს აკანონებს. ზოგადად, ცხოვრება როგორ უნდა გააგრძელო. თუნდაც, შვილს რომ საღამოს ელაპარაკები და რაღაც ფასეულობებზე ლაპარაკობ, რაზეც გინდა, რომ შენი შვილი გაიზარდოს - როგორ აუხსნი იმას, რომ აი, ასე, კი, ტელევიზორში ვუყურებდით, კვებოდა და ნუ, რავიცი, მე არ მეხებოდა. თუ ამას წინააღმდეგობას არ გავუწევთ, შეუძლებელია, საზოგადოება გვეწოდოს.

თქვა პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ფორმულას ეთერში. 

კომენტარები