რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

Reuters: აშშ უკრაინისთვის იაფ, მაღალი სიზუსტის მცირე ბომბების გადაცემას განიხილავს

REUTERS/Ints Kalnins/File Photo

Reuter-ის ინფორმაციით, პენტაგონი განიხილავს უკრაინას იაფი, მაღალი სიზუსტის მცირე  ბომბები მიაწოდოს, რაც კიევს საშუალებას მისცემს, დაასუსტოს რუსეთის საბრძოლო ხაზებს. 

გამოცემის ცნობით, აშშ-სა და მოკავშირეთა სამხედრო მარაგები მცირდება და ომის მიმდინარეობისას კი უკრაინას დამატებითი იარაღი კვლავ სჭირდება. 

წყაროს ინფორმაციით, აშშ გეგმავს Boeing-ის შემოთავაზებული სისტემა - Ground-Launched Small Diameter Bomb (GLSDB) უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაში სხვა პარტნიორებს მიაწოდოს. 

Reuters-ი დოკუმენტების მიმოხილვითა და სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ GLSDB-ის აშშ უკრაინას 2023 წლის გაზაფხულისთვის მიაწვდის. GLSDB-ი  GBU-39-ის მცირე დიამეტრის ბომბს (SDB) M26 სარაკეტო ძრავას აერთიანებს - ორივე მათგანი საკმაოდ გავრცელებულია აშშ-ს სამხედრო წარმოებაში. 

M26 სარაკეტო ძრავა შედარებით მეტია წარმოებული და GBU-39 კი დაახლოებით $40 000 ღირს, შედეგად დასრულებული GLSDB-ი იაფია, რადგან მისი ძირითადი კომპონენტები ადვილად ხელმისაწვდომია. 

GBU-39/B მცირე დიამეტრის ბომბი 113 კგ-ს იწონის და არის ზუსტად მართვადი, რომელიც გამიზნულია საჰაერო ხომალდისთვის უფრო მეტი რაოდენობის უფრო ზუსტი ბომბის ტარების უნარის უზრუნველსაყოფად.

აშშ-ს არმიის შეიარაღების მთავარმა შემსყიდველმა, დუგ ბუშმა პენტაგონში ჟურნალისტებს უთხრა, რომ არმია ასევე განიხილავს 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების წარმოების დაჩქარებას, რაც ამჟამად მხოლოდ სამთავრობო ობიექტებში იწარმოება.

კომენტარები