ჩვენ ევრორეკომენდაციების შესრულება გვიწევს საბოტაჟის რეჟიმში, ეს არის მთავარი. როგორც არ უნდა გადაფუთონ ახლა თავიანთი საბოტაჟური ქცევები ფაქტი არის ერთი, ისინი მხარს არ უჭერენ იმ პუნქტების შესრულებას, რომლებიც გაწერილია ევრორეკომენდაციებში. ეს არის მთავარი. საბოლოო ჯამში ისტორიას დარჩება ის ამბავი, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა ამ რეკომენდაციების შესრულებას.
tbl.ge/66tc
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საიბარში. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ ევროკომისიის გაწერილი 12-პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს.
ამავე თემაზე
- პოლარიზაცია, სასამართლო, მედიაგარემო – PACE მთავრობას მოუწოდებს, შეასრულოს რეკომენდაციები
- ლანდსბერგისი: საქართველოსგან ვერ ვხედავთ იმედისმომცემ ნაბიჯებს კანდიდატობის მისაღებად
- პრემიერი: ჩვენი დეპუტატები 24 საათი მუხლჩაუხრელად მუშაობენ რეკომენდაციების შესასრულებლად
- პრემიერი ოპოზიციას: თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რომ არ მივგვეღო სტატუსი, ეს იყო შეთქმულება
- ზურაბიშვილი: კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების ერთ-ერთი მიზეზი დაგვიანებული რეფორმებია