რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი ირანს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო სანქციებს უწესებს

ირანული შაჰედის ტიპის დრონი

დიდი ბრიტანეთი ირანს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო სანქციებს უწესებს.

"დრონების მიწოდებით ირანი აძლიერებს რუსეთის თავდასხმებს უკრაინის მოქალაქეებზე და ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას". - წერია საგარეო უწყების განცხადებაში.

20 ოქტომბერს ევროკავშირის წევრები რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.

"ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ ზომებზე იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ირანულ დრონებს უკრაინაზე თავდასხმისთვის აწვდიან.

ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს გაყინონ სამი ფიზიკური პირისა და ერთი სუბიექტის აქტივები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თვითმფრინავების მიწოდებაზე, ასევე მზად არიან გაავრცელონ სანქციები კიდევ ოთხ სუბიექტზე, რომლებსაც წინა სანქციებიც შეეხოთ". - წერს ჩეხეთის წარმომადგენელი.

უკრაინის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო კვირებში რუსეთი იერიშების დროს აქტიურად იყენებს ირანულ Shahed-136-ის ტიპის ე.წ. კამიკაძე დრონებს. თეირანი მოსკოვისთვის შეიარაღების მიწოდებას უარყოფს. რუსეთი კომენტარს არ აკეთებს.

ევროკავშირის 27 ქვეყნის სანქციების ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ სიაში შეიყვანონ სამი ირანელი გენერალი და უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანია.

Reuters-ის ინფორმაციით, მათთან ორმა დიპლომატმა თქვა, რომ სანქციები დაუწესდება შაჰედის საავიაციო ინდუსტრიას, კომპანიას, რომელიც დრონებს აწარმოებს და ასევე ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ბრიგადის გენერალს, საიდ აღაჯანის, რომელსაც ირანის დრონების პროგრამა აბარია. მასთან ერთად, სანქციები დაუწესდება კიდევ ორ გენერალს. საიდ აღაჯანი რამდენიმე დღის წინ შევიდა აშშ-ს მიერ სანქცირებულ პირთა სიაში.

სანქციები, რომელთა დაწესებასაც აპირებენ, მოიცავს აქტივების გაყინვასა და მგზავრობის შეზღუდვებს.

Reuters-ის დიპლომატიური წყაროების ცნობით, ევროკავშირის მთავრობებს სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილების მისაღებად ვადა ხუთშაბათის, 20 ოქტომბრის დილამდე აქვთ.

კომენტარები