რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაში რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად აღიარა

PACE

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი სახელმწიფო ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.

დოკუმენტს მხარი 99 დეპუტატმა დაუჭირდა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა. რეზოლუციის სახელწოდებაა "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მორიგი ესკალაცია“.

დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის აგრესია უნდა დაიგმოს, როგორც დანაშაული, საერთშორისო სამართლის დარღვევა და მთავარი საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან.

ასევე, ასაბლეის წევრები მოუწოდებენ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან და მოლდოვიდან. ამასთან, ასამბლეა მოუწოდებს ეუთო-ს, გააგრძელოს შესაბამისი ინსტრუმენტებით საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შეფასება. დეპუტატები მოუწოდებენ რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული იარაღით მუქარები და აიღოს ბირთვული იარაღის გამოუყენებლობის ვალდებულება, ასევე შეწყვიტოს ენერგორესურსების შანტაჟის იარაღად გამოყენება.

კომენტარები