რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საჰაერო ძალებმა ოკუპანტების 11 პოზიცია დაბომბეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა ოკუპანტების 11 პოზიცია დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"მტერი ცდილობს გაამაგროს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, ძალისხმევას ამახვილებს გარკვეული მიმართულებებით თავდაცვითი ძალების აქტიური მოქმედებების ჩაშლის მცდელობაზე. გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები სოლედარის, ბახმუტსკოეს, იაკოვლევკას, ოტრადოვკას, ზაიცევოს, ბახმუტის, კრასნოროვკას, პობედას, ვოდიანოიეს და ლიუბომიროვკას დასახლებებში". - წერია ანგარიშში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ ცოცხალი ძალა, იარაღი, სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის 19 უბანი, საბრძოლო მასალის ორ საცავი და 6 საარტილერიო მოწყობილობა დაბომბეს.

    კომენტარები