რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რუსმა სამხედროებმა ესტონეთის საზღვრიდან უკრაინელი ლტოლვილები გაურკვეველ ადგილას წაიყვანეს

BBC

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორი ლიენმეტსის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ესტონეთის საზღვარზე მყოფი ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს. ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"საზღვარზე, სულ მცირე, ათასზე მეტი ადამიანი იცდიდა, ახლა ისინი იქ აღარ იმყოფებიან. ჩასვეს სატვირთო მანქანებში და წაიყვანეს. არ ვიცით სად. PPA ამჟამად ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს". - თქვა მინისტრმა.

მინისტრის ინფორმაციით, სამართალდამცავები დრონებს იყენებენ იმის გასარკვევად, აგზავნის თუ არა რუსეთის ხელისუფლება ამ ადამიანებს ე.წ მწვანე სასაზღვრო ზონაში, როგორც ეს ბელარუსმა გასულ წელს ლიტვისა და ლატვიის საზღვარზე გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, ესტონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრის რუსულ მხარეს ათასზე მეტი ადამიანი, ძირითადად უკრაინელი შეიკრიბა, რომელთა შესვლას ესტონეთში რუსეთის ხელისუფლება ხელს უშლის, რაც სასაზღვრო პროცედურებში შეფერხებას იწვევს.

კომენტარები