ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 5 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.95 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.35 თეთრით. 5 ოქტომბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8055 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.7825 ლარი. დოლარი ევროზე 2.3 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.85 ლარია, ხოლო ევროსი - 2.83 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.81 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.78 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები