საქართველოს ბანკის დაყაჩაღება

ქადაგიშვილი საქართველოს ბანკზე თავდასხმაზე: ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში ხდება

ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში ხდება და მოხდა აქაც [...] ამ სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მძიმე კრიმინოგენული ვითარება არ არის. აქედან გამომდინარე, ასეთი დანაშაულები ხდება, ამ დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს და ახლა 100%-ით დაზღვეული ამისგან არავინ არის, სამწუხაროდ [...] ერთი იყო ბადრი ესებუა, რომელიც დღესაც იძებნება და მეორე იყო ყვარელში, სადაც დამნაშავე დააკავეს, სპეცოპერაცია თვითონ ბანკში ჩატარდა. იმედი ვიქონიოთ, რომ აქაც მშვიდობიანად დასრულდება და დამნაშავეს დააკავებენ.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. ქუთაისში, საქართველოს ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა, რომელსაც 12 ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი. აღნიშნული პიროვნება 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, ანკესსა და რუსულ დროშას ითხოვს.

კომენტარები