რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

CNN: უკრაინაში ომი ოპერატიულ ჩიხშია

RIA

უკრაინაში ომი "ოპერატიულ ჩიხშია" და კონფლიქტის კურსის შესაცვლელად საკმარისი საბრძოლო შესაძლებლობების უზრუნველყოფას ვერცერთი მხარე ვერ ახერხებს. ინფორმაციას CNN-ი ანონიმურ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ორივე მხარეს ადამიანური რესურსების პრობლემა აღენიშნებათ და დაახლოებით ექვსთვიანმა ომმა "ძალების სერიოზული ამოწურვა გამოიწვია". ამასთან ერთად, საკადრო პრობლემები არის "ჩიხის" გამომწვევი მიზეზი.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ახლა "საშინელ ვითარებაშია", კერძოდ, მას ასევე აქვს საბრძოლო მასალის დეფიციტი. წყაროს მიხედვით, ამის დასტურია საწყობებიდან ძველი მარაგების გატანა, რაც რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმების წარმოებას ართულებს. 

კომენტარები