ფინეთი

"ვიცეკვე, ვიმღერე, გავერთე – არალეგალური არაფერია" – სანა მარინი გავრცელებულ ვიდეოზე

ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა გავრცელებულ ვიდეოზე პირველი კომენტარი გააკეთა. პრემიერმინისტრის თქმით, მან იცოდა, რომ იღებდნენ, თუმცა ვიდეოს გასაჯაროება მისთვის მიუღებელია

"ვიცეკვე, ვიმღერე და გავერთე - ყველაფერი სავსებით ლეგალურია. წვეულების დროს არ ვყოფილვარ ისეთ სიტუაციაში, სადაც დავინახე ან ვიცოდი, რომ სხვები ნარკოტიკებს მოიხმარდნენ". - აღნიშნა მან.

გავრცელებულ ვიდეოს ოპოზიციური პარტიების კრიტიკა მოჰყვა, ერთ-ერთმა ლიდერმა პრემიერმინისტრს ნარკოტესტის გაკეთებაც კი მოსთხოვა. მარინმა უარყო ნარკოტიკების მიღება და მზაობა გამოთქვა ტესტის გაკეთებაზე. 

"მე მყავს ოჯახი, მაქვს სამსახური და, ასევე, თავისუფალი დრო - მეგობრებთან ერთად გასატარებლად. თითქმის ისევე, როგორც ყველა სხვა ჩემი ასაკის ადამიანს. მე ვიქნები ზუსტად ისეთი, როგორიც აქამდე ვიყავი და იმედი მაქვს, მიმიღებთ". - თქვა პრემიერმინისტრმა. 

მანამდე, გასულ წელს პრემიერმნისტრმა ბოდიში მოიხადა კლუბში წასვლის გამო, რადგან Covid-19-ით ინფიცირებულის კონტაქტი აღმოჩნდა. 

სანა მარინმა პრემიერმინისტრის პოსტი 2019 წელს დაიკავა და ყველაზე ახალგაზრდა მმართველი იყო, მანამ სანამ ჩილეში არჩევნები 35 წლის გაბრიელ ბორიჩმა არ მოიგო. გასულ კვირას კი  სანა მარინი გერმანულმა საინფორმაციო გამოცემა Bild-მა "მსოფლიოში ყველაზე მაგარ პრემიერ მინისტრად" დაასახელა. 

კომენტარები