COVID-19

აშშ-ს პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს COVID-19 დაუდასტურდა

ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს COVID-19 დაუდასტურდა

პირველ ლედისთან დაახლოებულმა პირმა CNN-ს უთხრა, რომ ჯილ ბაიდენი "თავს კარგად გრძნობს" და აქვს "ჩვეულებრივი გაციების" მსგავსი სიმპტომები. პირველი ლედი 71 წლისაა და თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პირველ ლედია. ის კვირაში რამდენჯერმე ვარჯიშობს. ორჯერ აცრილი და დაბუსტულია. 

ჯო ბაიდენი კორონავირუსისგან 6 აგვისტოს განიკურნა. მას COVID-19 განმეორებით შეხვდა.

თავდაპირველად 76 წლის პრეზიდენტს კორონავირუსი ივლისში შეხვდა, 27 ივლისის ტესტის ნეგატიური პასუხის შემდეგ მან იზოლაცია შეწყვიტა. თუმცა 30 ივლისს ბაიდენს COVID-19 ხელმეორედ დაუდასტურდა და იზოლაციის გაგრძელება მოუწია. 

კომენტარები