რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ ყირიმის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციისთვის საკონსულტაციო საბჭო შექმნა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხზე სპეციალური საკონსულტაციო საბჭო შექმნა.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, საბჭო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე იმუშავებს.

"საბჭოს შექმნის მიზანი დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხზე ღონისძიებების გამართვა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შედეგების დაძლევა და ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც უკრაინის სახელმწიფომ, მისმა მოქალაქეებმა და იურიდიულმა პირებმა რუსეთის ოკუპაციისა და შეიარაღებული აგრესიის შედეგად მიიღეს". - წერია დოკუმენტში.

განკარგულება ძალაში, დღეიდან შევიდა, ხოლო საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელი პრეზიდენტი იქნება.

კომენტარები