რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, კრემლს ზაპოროჟიედან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

Frederick Florin / AFP

42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებენ. ერთობლივი განცხადება ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში ევროკავშირის დელეგაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კონტროლი საფრთხეს უქმნის ბირთვული უსაფრთხოების პრინციპებს. 

"ჩვენ რუსეთის ფედერაციას ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ტერიტორიიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოვუწოდებთ, რათა უკრაინის ხელისუფლებამ აღიდგინოს სუვერენული კონტროლი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ხელმომწერი ქვეყნები არიან: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, კორეის რესპუბლიკა, მოლდოვის რესპუბლიკა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, აშშ და ევროკავშირი. 

კომენტარები