დეოლიგარქიზაცია

ოხანაშვილი: დეოლიგარქიზაცია ვერც ერთ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილზე ვერ გავრცელდება

ტაბულა

დეოლიგაქიზაციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის თქმით, დეოლიგარქიზაცია ვერც ერთ შემთხვევაში "ობიექტური საფუძვლებით" ვერ გავრცელდება ბიძინა ივანიშვილზე. ამის შესახებ ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.

"უკრაინული მოდელი რომ ნახოთ, ეს ეფუძვნება იმ ე.წ ბიზნესმენებს, ვინც არიან ჩართული ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ოპოზიციასთან - მათზე გავრცელდება ის პრინციპები, რაც უკრაინულ კანონში დევს და ეს ვერც ერთ შემთხვევაში ობიექტური საფუძვლით ვერ გავრცელდება ბიძინა ივანიშვილზე". - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პუნქტის შესასრულებლად, სამუშაო ჯგუფები შექმნა.

კომიტეტში სულ 5 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა: დეოლიგარქიზაციის საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებებისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების.

ამ 5 ჯგუფიდან 4-ს - დეოლიგაქიზაციის, სასამართლო რეფორმის, ანტიკორუფციული ღონისძიებებისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების ჯგუფებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფს კი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე.

სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ფრაქცია ქართული ოცნების წევრები და პარტიების: მოქალაქეების, ევროპელი სოციალისტებისა და გირჩის წარმომადგენლები. ასევე, ივანიშვილის დეპუტატები. აგრეთვე, სამოქალაქო საზოგადოებისა (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

კომენტარები