რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა დიდ ბრიტანეთში 39 პოლიტიკოსსა და ჟურნალისტს სანქციები დაუწესა

Shutterstock

რუსეთმა 39 ბრიტანელ პოლიტიკოსს, ბიზნესმენსა და ჟურნალისტს სანქციები დაუწესა. მათ შორის არიან ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, კირ სტარმერი, ყოფილი პრემიერმინისტრი, დევიდ კამერონი და ცნობილი ტელეჟურნალისტები პიერს მორგანი, რობერტ პესტონი და ჰუ ედვარდსი.

"როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, დიდი ბრიტანეთი მავნე ქმედებების გამო, რაც რუსოფობიის დანერგვას, ჩვენი ქვეყნის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებასა და კიევის ნეონაცისტური რეჟიმის მხარდაჭერას უკავშირდება, რუსეთისგან ადეკვატურ და შესაბამის პასუხს მიიღებენ". - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები