საქართველო-ევროკავშირი

ღუდუშაური: ივანიშვილს ტერმინ ოლიგარქიზაციასთან საერთო არ აქვს, კეზერაშვილს აქვს

როდესაც დეოლიგარქიზაციაზე საუბრობთ, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება, ზოგადად რას ნიშნავს თვითონ ოლიგარქიზაცია. როცა ამ განმარტებიდან ამოხვალთ, ნათლად დაინახავთ, რომ არაფერი საერთო ამ ტერმინთან ბიძინა ივანიშვილს არ აქვს. თუ ვინმეს აქვს, რომელსაც აქვს მედიები, რომელიც აფინანსებს კონკრეტულ პარტიებს და ა.შ. ასეთებს ნახავთ და მაგალითისთვის შეგახსენებთ, ასეთით შეიძლება დაიწყოთ დავით კეზერაშვილით.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური. ევროპარლამენტარმა და ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო ერთი პიროვნების ტყვეობაშია და დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, დეივანიშვილიზაციას.

კომენტარები