დეოლიგარქიზაცია

მდინარაძე დეოლიგარქიზაციაზე: ძალით როგორ მოვარგოთ ივანიშვილს, როცა ობიექტურად არ ერგება?

პირდაპირ ეთერში ვთავაზობ ოპოზიციას, მათვე მოიტანონ, რა კრიტერიუმი შეიძლება დამატებით კიდევ ჩაიწეროს ოლიგარქის ცნების განსაზღვრისათვის და ოლიგარქის იდენტიფიცირებისათვის, ნებისმიერი რამ. პირობითად, ახლა მე ცოტა გავბერავ თემას, იმისათვის, რომ ყველამ კარგად გაიგოს, უტრირებას მე გავაკეთებ, მაგრამ კეთილშობილური მიზნები მაქვს - თუ ისინი მოიტანენ კრიტერიუმს, რომ ოლიგარქი არის ადამიანი, ვისაც გააჩნია გარკვეული დიდი ფინანსური რესურსი და განხორციელებული აქვს საკუთარ ქვეყანაში 3 მლრდ ან მეტი თანხის რაოდენობის ქველმოქმედება, რა თქმა უნდა, ეს იქნება სასაცილო და ჩვენ ვეტყვით, რომ ქველმოქმედება ვერ იქნება ოლიგარქის განსაზღვრის კრიტერიუმი. სხვა კრიტერიუმი რა შეიძლება მოიტანონ, რომ როგორც მათ უნდათ და მათი სურვილია, ბიძინა ივანიშვილს მოერგოს, არ ვიცი.  

არის რამდენიმე კრიტერიუმი, მაგალითად, უკრაინულ კანონში ჩამოთვლილი - მედიასაშუალებაზე გავლენა, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, მატერიალური რესურსი და კიდევ ერთი. 4 კრიტერიუმიდან ერთს მსოფლიოში აკმაყოფილებს ათეულობით ათასი ადამიანი. მხოლოდ ერთი, რომ ფული აქვს და მატერიალური რესურსი ადამიანს, მარტო ეს კრიტერიუმი ცალკე აღებული ვერ გახდება. ჩავწეროთ პოლიტიკური გავლენაც, გადმოვაკოპიროთ, კიდევ გავამდიდროთ, რაც გნებავთ, ის ვქნათ, ჩვენი შეთავაზებაა, მაგრამ როგორ მოვარგოთ ეს ახლა ძალით ბიძინა ივანიშვილს? ეს გვაქვს მიზანი, რომ ძალით ვიღაცას მოვარგოთ? ეს არის მათი მიზანი, მაგრმა ვერ იქნება ობიექტური მიზანი. დამფუძნებელია ის ადამიანი და ამ ქვეყანაში თავისი თავი აქვს გადადებული თავის დროზე და მერე პოლიტიკური ქველმოქმედებიდან დაწყებული, გაგრძელებული ფინანსური ქველმოქმედებით - ყველანაირი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული და მართლა პარადოქსია, ხანდახან ადამიანს უნდა მოგერიდოს ალბათ, რაღაც მომენტი უნდა დადგეს, 3 მლრდ-ის ქველმოქმედება, პოლიტიკური ქველმოქმედება რომ განახორციელა, 2012 წელს შემოქმედი რომ იყო იმ პროცესების, რამაც ეს ქვეყანა გადაარჩინა და დღესაც მისი ფონდი მისი გადაცემული სახსრებით რას აკეთებს, ამის მიუხედავად ამას აკეთებდე მის მიმართ, რასაც ისინი კადრულობენ, ეს მეორე საკითხია. კრიტერიუმი ძალით როგორ შეიძლება მოარგო ადამიანს, რომელსაც ობიექტურად არ ერგება? 

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე. ქართული ოცნების ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნება ჯგუფი, რომელიც დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე იმუშავებს. 

კომენტარები