რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაზის მოხმარება გრძელვადიან პერსპექტივაში შემცირდება – საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო

REUTERS/Vasily Fedosenko

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს, IEA-ს ცნობით, 2022 წელს გაზის მოხმარება მაღალი ფასებისა და რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვების გამო შემცირდება. 

IEA-მ ბოლო კვარტლურ ანგარიშში გაზის გლობალური მოთხოვნის პროგნოზები გაანახევრა. 

ამჟამად, 2025 წლისთვის მხოლოდ 3.4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 140 მილიარდი კუბური მეტრით მეტია, თუმცა, მხოლოდ 2021 წელს მოხმარებულ 175 მილიარდ კუბურ მეტრზე ნაკლებია. 

დღევანდელი რეკორდული ფასები და მიწოდების შეფერხებები ზიანს აყენებს ბუნებრივი აირის, როგორც სანდო და ხელმისაწვდომი ენერგიის წყაროს რეპუტაციას, აჩენს გაურკვევლობას მის პერსპექტივებზე, განსაკუთრებით კი, განვითარებად ქვეყნებში, საბოლოოდ, ამ გარემოებებმა გაზის გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივა შეცვალეს". - ნათქვამია IEA-ს ანგარიშში. 

კომენტარები