სროლა აშშ-ში

ჩიკაგოში დამოუკიდებლობის მსვლელობაზე სროლას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა

ჩიკაგოსთან ახლოს დამოუკიდებლობის დღის მსვლელობაზე სროლას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, 24 ადამიანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლა საზეიმო ღონისძიების დაწყებიდან 10 წუთში დაიწყო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათ დაახლოებით 20-25 გასროლა გაიგონეს.

ადგილობრივი პოლიცია 18-20 წლის თეთრკანიან მამაკაცს ამ დრომდე ეძებს, რომელიც მათივე თქმით "შეიარაღებული და საზოგადოებისთვის საშიშია". პოლიცია ქალაქის მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს, რადგან მათი თქმით, ინციდენტი ჯერ არ ამოწურულა.

კომენტარები