საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე EU-ზე: გადაწყვეტილება არ იყო ექსპერტული, არც დეკემბერში იქნება – პოლიტიკური იქნება

წინა შემთხვევაში ჩვენ ვთქვით ძალიან მკაფიოდ, რომ ექსპერტული გადაწყვეტილების პირობებში, საქართველოს პირველ რიგში მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და შემდეგ უკრაინას, მოლდოვას. თუმცა, გვესმის, რომ ეს არ იყო ექსპერტული გადაწყვეტილება და არც დეკემბერში იქნება ექსპერტული გადაწყვეტილება. ანუ ობიექტურში ვგულისხმობთ ექსპერტულ დასკვნას. თუ იქნება ასეთი ევროკავშირის გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში აუცილებლად მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ ჩვენ 12-ვე პუნქტს პირნათლად შევასრულებთ. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური და ვნახოთ როგორი იქნება ის.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები