იტალია

იტალიის ალპებში მყინვარის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა

გუშინ, 3 ივლისს იტალიაში ალპური მყინვარის დიდი ნაწილი ჩამოიშალა, შედეგად ლაშქრობაზე მყოფი მინიმუმ ექვსი ადამიანი დაიღუპა, 8 - დაშავდა. ათამდე ადამიანის პოვნა ისევ ვერ ხერხდება

მყინვარი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაშია. ეროვნული ალპური სამაშველო კორპუსის სპიკერის ცნობით, უწყება ჯერ კიდევ მუშაობს იმის დასადგენად, თუ რამდენი ადამიანი იყო ლაშქრობაზე რეგიონში მაშინ, როცა ზვავი ჩამოწვა.

მსხვერპლისა და დაკარგულების ძებნა დროებით შეჩერებულია - მანამ სანამ მაშველები აფასებენ მყინვარის განმეორებითი ჩამოშლის რისკს. სამაშველო სამსახურის ცნობით, დაშავებულები ტრენტინო-ალტო ადიჯესა და ვენეტოს რეგიონებში სამაშველო ვერტმფრენით გადაიყვანეს. 

კომენტარები