თავდასხმა ვატო წერეთელზე

კობახიძე წერეთელზე თავდასხმაზე: მეც იმავეს გავაკეთებდი

[...] ჩვენ ვერ დავეშვებით "ჭუტას" დონეზე... კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამ პროვოკაციას ეთიკისა და კანონის ფარგლებში გაეცა სათანადო პასუხი. შესაბამისად, ჩემი პოზიციაც ნათელია - მეც იმავეს გავაკეთებდი, რა თქმა უნდა.

ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელზე, ვატო წერეთელზე თავდასხმას. ვატო წერეთლის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს.

კომენტარები