თავდასხმა ვატო წერეთელზე

ოხანაშვილი წერეთელზე: პასუხი პროპორციული და ადეკვატური იყო, მე არ გავცდენილვარ საზღვრებს

არცერთი ქვეყნის კანონდებლობა ღირსების შელახვას არ ამართლებს. ეს იყო პროპორციული პასუხი. ჩემი მხრიდან არ ყოფილა არც ღირსების შემლახველი და არც აბსოლუტურად არაადეკვატური პასუხი. ეს იყო პროპორციული, ადეკვატური რეაქცია და პასუხი უბინძურეს პროვოკაციაზე. გასაჯაროვდეს ყველა კადრი, გასაჯაროვდეს ყველას გადაადგილება, ყველა ტრაექტორია. იქ იყვნენ ადამიანები, ვინც დაინახეს, როგორ მომიახლოვდა, როგორ გამიყვანა გვერდით და ა.შ. გასაჯაროვდეს ყველაფერი, მზად ვარ ამისთვის. ამას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, მე ამ საკითხს პრინციპულად დავსვამ. ეს არის დაუშვებელი, ეს სცდება ყოველგვარ ზღვარს. ეს არ იყო კრიტიკა, ეს არ იყო უბრალო მოსვლა და პროვოცირება, ეს არ იყო უბრალო სიტყვები, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რასაც თითოეული თქვენგანი, არც ქალი, არც კაცი, არც ბავშვი ფიზიკურად ვერ მოითმენდა, რაც ამ ადამიანმა იკადრა. ეყოს ადამიანობა, გამოვიდეს და თქვას, რა მოხდა. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გასაჯაროვდება, დღის შუქს ნახავს. 

ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება, ბევრი მომითმენია, ბევრსაც მოვითმენ, არსებობს ზღვარი, ყველაფერს აქვს ზღვარი. როდესაც ყოველგვარ ზღვარს მიღმა ხდება უბინძურესი ქმედება, როდესაც ეს ყოველგვარ ზღვარს გადის, ყველა ადამიანს აქვს უფლება, იმოქმედოს მისი ღირსების დაცვისთვის. კადრები არის ყველაფრის ამსახველი, ეს პროვოკაცია არ დაწყებულა და არ დასრულებულა, ეს პროვოკაცია გრძელდებოდა, ამ პროვოკაციის ამსახველი კადრები არსებობს, ეს ყველაფერი უნდა ანხოთ და მიხვდებით. ეს იყო განგრძობადი, მიმდინარე პროვოკაცია, რომელსაც ის აგრძელებდა. შესაბამისად, მან მიიღო ადეკვატური, პროპორციული და არა ის ზღვარგადასული ქცევა, რომელიც თვითონ გააკეთა. მე არ მოვქცეულვარ ისე...

[...] ჩემი მხრიდან იყო ადეკვატური, პროპორციული პასუხი, მე არ გავცდენილვარ საზღვრებს და ფარგლებს. 

ამბობს პარლამენტის იურუდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი. TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს.

კომენტარები