რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთი ბელარუსს ისკანდერ-მ-ის სარაკეტო სისტემებს მიაწვდის.
პუტინის თქმით, სარაკეტო სისტემას ბელარუსი რამდენიმე თვეში მიიღებს.
ისკანდერის ბალისტიკურ სარაკეტო სისტემას მოქმედების 500-კილომეტრიანი რადიუსი აქვს და ბირთვული ქობინების გადატანაც შეუძლია.