რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შიმონიტე: დემოკრატიული სამყაროს სანდოობა უკრაინაში გამოიცდება, ეს ჩვენი თაობის 1938 წელია

დღეს ჩვენთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დემოკრატიული სამყაროს სანდოობა უკრაინაში გამოიცდება. ეს არის ჩვენი თაობის 1938 წლის მომენტი. ეს არის ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის. ბრძოლა თავისუფლებასა და სისასტიკეს შორის. დღეს ეს გამყოფი ხაზია. ხაზი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არასდროს ყოფილა ასეთი ნათელი.

თქვა ლიტვის პრემიერმინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ კოპენჰაგენში, დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები