საქართველო-ევროკავშირი

მდინარაძე ევროპარლამენტზე: ეს არ იყო კრიტიკა, ეს იყო შეტევა საქართველოზე

ეს არ იყო კრიტიკა, ეს იყო შეტევა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დებატების გახსნა მოხდა ახლა, როცა ყველაზე ნაკლებად სასურველი იყო ამ ქვეყნისთვის, მაინცდამაინც ახლა წამოვიდა შეტევა საქართველოზე, როდესაც რამდენიმე დღეში გადაწყვეტილებას ველოდებით.

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე გამართულ დებატებზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოზე კრიტიკული შეფასება ჰქონდათ ქართული ოცნების პარტნიორი პარტიის წევრებსაც. მაგალითად, სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრის, მარინა კალიურანდის თქმით, "ქვეყანამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო მოწინავე აღმოსავლელ პარტნიორებში, ბოლო დროს, სამწუხაროდ, დაკარგა სისწრაფე დემოკრატიულ რეფორმებში".

კომენტარები