საქართველო-ევროკავშირი

აუშტრევიჩიუსი: ჟურნალისტების გაჩუმება და დევნა საქართველოს ამბიციებისგან აშორებს

თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საქართველოს ევროკავშირში კანდიდატობის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ისეთი მიუღებელი ქმედებები, როგორიც არის კრიტიკული ჟურნალისტების გაჩუმება, ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, მათი ღიად დაშინება და დევნა, საქართველოს მისი ამ ამბიციისგან აშორებს. 

ევროკავშირი, როგორც ფუნდამენტური უფლებების მცველი, იცავდა და გააგრძელებს საქართველოში მედიის თავისუფლების დაცვას, მაშინაც კი, თუ ეს ითვალისწინებს ძალაუფლების მქონე პირთა პოლიტიკის ღიად გაკრიტიკებას. მედიაში პოლიტიკური ჩარევის ადგილი არ არის. თუ აქამდე ევროპარლამენტი გულუბრყვილოდ იმედოვნებდა საქართველოს მთავრობის მიერ კეთილი ნების გამოჩენას, ჩვენ ახლა მოვითხოვთ ცვლილებებს სახელმწიფოს პოლიტიკასა და დამოკიდებულებებში. დროა, თბილისში გააანალიზონ, რა დევს ფსონზე ქვეყნის მომავლისთვის.

ამბობს ევროპარლამენტარი, ლიტვის რესპუბლიკის ლიბერალური მოძრაობის წევრი, პეტრას აუშტრევიჩიუსი ევროპარლამენტში, სადაც საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე მსჯელობენ.

კომენტარები