რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა: რუსეთმა მაღალი სიზუსტის იარაღების მარაგის 60% უკვე გამოიყენა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, რუსეთმა მაღალი სიზუსტის იარაღების მარაგის 60% უკვე გამოიყენა. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ ისაუბრა.

"ჩვენი მონაცემებით, თუ საუბარია მაღალი სიზუსტის იარაღზე, მათ მარაგების 60% უკვე გამოიყენეს. სხვა მონაცემებით, 70%-ზე მეტიც კი. მათ მსგავსი სახის იარაღების გამოყენების ტაქტიკა შეცვალეს. თუ ადრე კონკრეტული ობიექტის წინააღმდეგ 2 ან 4 რაკეტას იყენებდნენ, ახლა ისინი ყურადღებით ირჩევენ სამიზნეს და 8-დან 12-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტას იყენებენ. როგორც ბალისტიკურს, ასევე ფრთოსან რაკეტებს – მიწიდან, ზღვიდან, ჰაერიდან – იმისთვის, რომ სამიზნისთვის მოსახვედრად მზად იყოს". - ამბობს სკიბიცკი.

ამასთან, სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი მის ხელთ არსებული მაღალი სიზუსტის იარაღების რესურსს მაქსიმალურად იყენებს. მისივე თქმით, რუსეთს ამ ეტაპზე ზემოხსენებული იარაღის მარაგების სწრაფად შევსების შესაძლებლობა არ გააჩნია.

კომენტარები