რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუბლმა 2015 წლის შემდეგ გამყარების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ვლადიმირ პუტინი
Financial Times

20 მაისის მდგომარეობით, რუბლი დოლარსა და ევროსთან მიმართებით გამყარდა. 1 დოლარის ღირებულება 61 რუბლია, 1 ევროსა კი - 65 რუბლი, რაც 2015 წლის ივნისისა და 2018 წლის მარტის შემდეგ, რეკორდული მაჩვენებელია. 

რუსეთის ცნობით, გაზპრომის 54 იმპორტიორიდან 27-მა გაზპრომბანკში ანგარიშები უკვე გახსნა, ვინაიდან ევროპული კომპანიები გაზის საფასურის გადახდის ვადებს უახლოვდებიან.

რუბლის გამყარებას ნაწილობრივ ექსპორტიორი კომპანიები განაპირობებენ, რადგან გადახდების დროს მათ უცხოური ვალუტის რუბლში კონვერტირება უწევთ მას შემდეგ, რაც დასავლეთის სანქციებით რუსეთს ოქროსსა და სავალუტო რეზერვებზე წვდომა შეეზღუდა.

"ექსპორტიორები იძულებულები არიან, უცხოური ვალუტა გაყიდონ. ბაზარზე კი არავინაა, ვინც მას შეისყიდის". - თქვა მოსკოვში საინვესტიციო კომპანიის თანამშრომელმა.

მომდევნო კვირაში ევროპის ქვეყნების მიერ ენერგორესურსების საფასურის გადახდისთვის მზადებამ რუბლზე მოთხოვნა გაზარდა, დოლარსა და ევროზე კი შეამცირა. 

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კირილ ტრემასოვმა თქვა, რომ რუბლი თავისუფალ ვალუტად რჩება. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოსკოვის ბირჟის მიღმა, რუბლი გაცილებით სუსტია. სბერბანკი 1 დოლარს 68.83 რუბლად, ხოლო ევროს - 71.24-ად ყიდის.

გამყარებული რუბლი ინფლაციის შენელებას შეუწყობს ხელს, მაგრამ, ამავდორულად გამოიწვევს რუსეთის ექსპორტზე დამოკიდებული ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებას. 

ასევე, იმის ნიშნად, რომ რუსეთის ხელისუფლება მზად არის თანდათან კაპიტალზე კონტროლი შეაჩეროს, ცენტრალურმა ბანკმა კომერციულ ბანკებს 20 მაისიდან უცხოური ვალუტის გაყიდვის ნება დართო. თუმცა, ბანკებს აშშ დოლარისა და ევროს გაყიდვა კვლავ ეკრძალებათ.

კომენტარები