საქართველო-NATO

გაუქმებულია – ბრიუსელში სტოლტენბერგისა და ღარიბაშვილის შეხვედრა აღარ შედგება

ირაკლი ღარიბაშვილი და იენს სტოლტენბერგი

ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმდა. შეხვედრის გაუქმების შესახებ ინფორმაცია NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ტაბულა განმარტების მიღებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ცდილობს.

იენს სტოლტენბერგსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა დღეს, 18 მაისს უნდა გამართულიყო.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 17 მაისს გაემგზავრა. ის უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელმაც ღარიბაშვილთან საუბარში ყურადღება ქვეყანაში რეფორმებისა და კანონის უზენაესობის საჭიროებაზე გაამახვილა.

კომენტარები