დავითაშვილი გვარამიაზე: ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას, კანონის წინაშე ყველა თანაბარია

ცალსახად, საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესებისგან, შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება სასამართლოს მხრიდან არის მხოლოდ სამართლებრივი და პოლიტიკური გავლენა მას ვერ ექნება. რაც შეეხება საქართველოს რეპუტაციას და იმიჯს. რეპუტაცია და იმიჯი უნდა იყოს იმგვარი, როგორიც არის ევროპული ღირებულებებით განსაზღვრული. ქვეყანა მიდის ევროპისკენ და ევროპული ინტეგრაციისკენ, რაც გულისხმობს, რომ კანონის უზენაესობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას. კანონის წინაშე საქართველოს თითოეული მოქალაქე არის თანაბარი.

თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასთვის 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთაზე.

კომენტარები