პოლონეთმა უკრაინას საბჭოთა წარმოების 200-ზე მეტი T-72 ტანკი და რამდენიმე ათეული ჯავშანტექნიკა გადასცა. ინფორმაციას პოლონეთის რადიო ავრცელებს.
"პრემიერმინისტრის მატეუშ მორავიეცკის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, უკრაინისთვის გადაცემულმა სამხედრო დახმარების მოცულობამ უკვე 7 მილიარდ ზლოტს (1,5 მილიარდ ევროს) გადააჭარბა“. - თქვა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვოიცეხ სკურკიევიჩმა.
24 აპრილს პოლონეთმა უკრაინას თავდაცვის გასაუმჯობესებლად 7 მილიარდი პოლონური ზლოტის ($1.6 მილიარდი) ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა და იარაღი მიაწოდა.
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ამის შესახებ #StopRussiaNOW ინიციატივის კონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ $1.6 მილიარდზე მეტი ღირებულების იარაღი უკრაინის, პოლონეთისა და ევროპის სუვერენიტეტის დასაცავად გამოიყო.
T-72 ტანკები ჩეხეთმა უკრაინას უკვე გადასცა. პოლონეთში ამ ტანკების დიდმა ნაწილმა 2019 წელს მოდერნიზაცია გაიარა. ამასთან ერთად, პოლონეთი უკრაინის არმიას, პირველ რიგში, ტანკებს, გადასცემსბ, რომლეთაც მოდერნიზაცია ჯერ არ გაუვლია.