ჯონი დეპი VS ამბერ ჰერდი

მეორე აქუამენიდან ამბერ ჰერდის რამდენიმე სცენა ამოჭრეს

აქუამენის მეორე ნაწილიდან ამბერ ჰერდის სცენების დიდი ნაწილი ამოჭრეს. ჯონი დეპსა და ამბერ ჰერდს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესზე განმარტება გააკეთა კინოსტუდია Warner Bros.-ის ხელმძღვანელმა უოლტერ ჰამადამ:

"მას და ჯეისონ მომოას თითქმის არ ჰქონდათ ეკრანული ქიმია. ეს ხშირად ხდება და ასეთ შემთხვევებში მონტაჟს ვიყენებთ ან ლამაზ საუნდტრეკს ვიყენებთ, ამ შემთხვევაში ხრიკებმა არ იმუშავა, ქიმია უბრალოდ არ არის". – ამბობს ჰამადა.

ჰამადა სასამართლოში დეპის მხარემ მოიწვია. ცოტა ხნით ადრე ჰერდმა აქუამენიდან სცენების ამოჭრა ჯონი დეპსა და მის გავლენიან დამხმარეებს დააბრალა. ჰამადამ გამოსვლით ჰერდის ბრალდება უარყო. 

კინოსტუდიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ მაყურებლები პირველ ნაწილში ჰერდის თამაშით კმაყოფილები დარჩნენ, შესაბამისად, რომ არა "ქიმიის მიზეზი" მსახიობს არ ამოჭრიდნენ.

ჯონი დეპსა და ამბერ ჰერდს შორის სასამართლო პროცესი 11 აპრილს დაიწყო. გახმაურებული საქმის მნიშვნელოვანი დეტალები იხილეთ ამ ბმულზე.

აქუამენის მეორე ნაწილის კინოთეატრებში 2023 წლის მარტში გამოვა.

კომენტარები