ფლანგვის დეტექტორი

არგენტინაში დეპუტატების ერთკვირიანი ვიზიტი ბიუჯეტს ₾40 000 დაუჯდა – ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 5-11 აპრილს არგენტინაში საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ერთკვირიანი ვიზიტი ქვეყნის ბიუჯეტს 40 000 ლარი დაუჯდა. დელეგაციაში იყო პარლამენტის ოთხი დეპუტატი:

  • გიორგი ხელაშვილი – 10 937 ლარი
  • ნიკოლოზ სამხარაძე – 11 268 ლარი
  • ირაკლი ბერაია – 9 170 ლარი
  • დავით ბაქრაძე – 9 553 ლარი

"უკრაინაში ომი უკვე თვენახევრის დაწყებული იყო და მთელი ამ დროის განმავლობაში მსოფლიოს ათობით ლიდერი მრავალჯერ ჩავიდა უკრაინაში მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა და პარლამენტი სხვადასხვა გამართლებებს პოულობდა ამ ვიზიტის თავიდან ასაცილებლად. გაჟღერდა ულტიმატუმები უკრაინის ოფიციალური პირების მიმართ.

ამ ფონზე საქართველოს პარლამენტის წევრები, ხელისუფლების და ოპოზიციის დეპუტატები, ერთობლივი, ერთკვირიანი ვიზიტით ეწვივნენ არგენტინას, რომლის მიზანიც არგენტინა საქართველოს 30 წლიანი ურთიერთობის განმტკიცება და არგენტინაში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა იყო. დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ხელაშვილმა მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი უნივერსიტეტის სემინარში თემაზე "პარლამენტებისა და წარმომადგენლობითი ერთეულების როლი 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე". – ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის კვლევაში.

კომენტარები