რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მდინარაძე კონტრაბანდაზე: წარმოუდგენელია კომუნიკაცია, როდესაც ჩვენ გვთხოვენ მტკიცებულებას

ვხედავთ განცხადებებს, სადაც ჩვენ გვთხოვენ მტკიცებულებების წარმოდგენას. ჩემი აზრით, შეუძლებელია, წარმოუდგენელია, შეიძლება, კონტრპროდუქტიულიც კი იყოს კომუნიკაცია იმ ფონზე, როდესაც გვთხოვენ ჩვენ მტკიცებულებას იმაზე, რაც არ ვიცი ვის უნდა მოაფიქრდეს. ეს იგივეა, დავუშვათ, ნაცმოძრაობას ვიღაცამ დააბრალოს, რომ თქვენ დღეს ერთი საბარგული იარაღი მიაწოდეთ რუსეთს და თუ ასე არ არის, ახლა სასწრაფოდ წარმოადგინეთ მტკიცებულება, რომ ასე არ არის.

[...] მტკიცების ტვირთი მართლაც არის იმის მხარეს, ვინც რაღაცას აბრალებს სხვას. მით უმეტეს, როდესაც არის დანაშაულზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთ მძიმე დანაშაულზეა საუბარი.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე.

კომენტარები