ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინი პირობას დებს, რომ ქვეყნის თავდასხმისუნარიანობას გააუმჯობესებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი. სიუჟეტს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს
North Korea's KCNA [Reuters]

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ბალისტიკური რაკეტის გამოცდიდან რამდენიმე დღის შემდეგ აღნიშნა, რომ ქვეყანა თავდასხმისუნარიანობის გაუმჯობესებას გეგმავს

"მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანა აღჭურვილია ძლიერი დარტყმის შესაძლებლობებით, უზარმაზარი სამხედრო ძალით, შეიძლება ომის თავიდან აცილება, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია და იმპერიალისტების ყველა მუქარისა და შანტაჟის შეკავება-კონტროლი". - ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო არხი კიმ ჩენ ინის სიტყვებს ციტირებს.

24 მარტს ჩრდილოეთ კორეამ აკრძალული კონტინენტთაშორისი რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

რაკეტამ საათზე მეტ ხანს იფრინა და ზღვის დონიდან 6 000 კმ სიმაღლეს მიაღწია, საბოლოოდ კი იაპონიის სამხრეთით, ზღვაში ჩამოვარდა. იაპონიის მიხედვით, რაკეტის რადიუსი 1 1000 კილომეტრია.

ჩრდილოეთ კორეა რაკეტების უპრეცედენტო რაოდენობით ცდებს აგრძელებს. 2022 წელს უკვე 10 რაკეტა გამოსცადეს, რაც 2021 წელს გამოცდილი რაკეტების მთლიან რაოდენობას აღემატება. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ზებგერითი რაკეტების გამოცდის გამო, აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა

იანვარში, იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ რაკეტების გაშვებით ჩრდილოეთ კორეამ წელს უკვე არაერთხელ დაარღვია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ფხენიანს რაკეტების შექმნასა და გამოცდას უკრძალავს. 

"ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების ხშირი გამოცდის მიზანი მათი სარაკეტო ტექნოლოგიების დახვეწაა. რაკეტების გაშვება საერთაშორისო საზოგადოებისა და იაპონიის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს". – თქვა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, ნობუო კიშიმ. 

კომენტარები