საქართველო-რუსეთი

მდინარაძე: სანქციები კი არ დააზიანებდა რუსეთს, არამედ დააზიანებდა ჩვენს ქვეყანას

როგორც აღმოჩნდა, შექმნილი აჟიოტაჟის გამო, ლოკალურად, კონკრეტულ შემთხვევებში, გარკვეულ პროდუქტებზე დაფიქსირდა მცირე დეფიციტი. თუმცა, რეალური დეფიციტი არ არის სახეზე, ამას ამბობენ მომწოდებლებიც, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც და ბიზნესიც. შესაბამისი სექტორიდან ერთ-ერთმა ადამიანმა გააკეთა განმარტება, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს პანიკური შესყიდვები. სანქციების გარეშე ასეთი პატარ-პატარა, აღმოფხვრადი პრობლემები ჩნდება. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, სანქციებთან მიერთების შემთხვევაში რა შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო. სანქციები კი არ დააზიანებდა რუსეთს, არამედ დააზიანებდა ჩვენს ქვეყანას.

განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები