აშშ-რუსეთი

პესკოვი აშშ-ს ელჩის მოადგილის გაძევებაზე: ეს არის პასუხი პროვოკაციაზე

დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციიდან აშშ-ს ელჩის მოადგილის, ბარტ გორმანის გაძევებაზე. მისი თქმით, ეს ქმედება იყო პასუხი აშშ-ს "პროვოკაციაზე".

"რაც შეეხება ამერიკელი დიპლომატის გაძევებას, ეს არის საპასუხო ზომა, და კიდევ ერთხელ – ეს არ არის ზომა, რომელიც არის რაიმე მაპროვოცირებელი აქტი. ეს არის პასუხი პროვოკაციაზე", – თქვა პესკოვმა. 

რუსული მხარის თქმით, მათ გორმანი გააძევეს აშშ-ს გასული თვის ქმედების, ვაშინგტონში რუსეთის საელჩოდან მრჩეველი-დესპანის გაძევების გამო.

უკრაინის დაძაბულობისა და რუსეთი-NATO-ს ურთიერთობის გაუარესების ფონზე, ამერიკულმა მხარემ გორმანის გაძევებას უწოდა უსაფუძვლო და ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.

კომენტარები