ცნობილი ადამიანები

ბილი აილიშმა კანიე უესტს უპასუხა, რომელმაც მას ტრევის სკოტისთვის მობოდიშებისკენ მოუწოდა

ბილი აილიშმა კანიე უესტს უპასუხა, რომელმაც მომღერალს მოუწოდა, რომ ტრევის სკოტისთვის მოებოდიშებინა.

5 თებერვალს გამართულ კონცერტზე ბილი აილიშმა სიმღერა შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ერთ-ერთი მსმენელი ცუდად იყო და სუნთქვა უჭირდა. მან სცენიდან თქვა, რომ "მე ველოდები ადამიანებს, რომ კარგად გახდნენ, სანამ გავაგრძელებ".

ფაქტს კანიე უესტი სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა და ბილი აილიშს მიმართა, რომ ტრევის სკოტს ბოდიში მოუხადოს, სანამ ისინი ერთად წარსდგებიან Coachella-ს სცენაზე.

"კარგი რა, ბილი, ჩვენ გვიყვარხარ, გთხოვმ მოუბოდიშე ტრევისს და იმ ადამიანების ოჯახებს, რომლებიც დაიღუპნენ. არავის სურდა, რომ ეს მომხდარიყო, ტრევისს სცენაზე ყოფნისას წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა და ძალიან განიცადა მომხდარი და დიახ, ტრევისი ჩემთან ერთად იქნება Coachella-ზე, მაგრამ მჭირდება, რომ სანამ კონცერტი მექნება მას მოუბოდიშო", - დაწერა უესტმა.

ბილი აილიშმა კანიე უესტის პოსტს კომენტარებშივე უპასუხა.

"არაფერი მითქვამს ტრევისზე. უბრალოდ მსმენელს ვეხმარებოდი", - დაწერა მან.

6 ნოემბერს ფესტივალ Astroworld-ზე, ტრევის სკოტის კონცერტზე მომხდარ ჭყლეტვას 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 9 წლის ბავშვის, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავდა ასობით ადამიანი.

კომენტარები