ქართული ოცნება

კობახიძე: ვერ გამოვყოფ პოლიტიკურ თემას, სადაც პრინციპული შეცდომა დავუშვით, ხარვეზი გვქონდა

ამ 1 წლის განმავლობაში, რაც შეეხება წმინდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ასეთ თემას ვერ გამოვყოფდი, სადაც რაიმე პრინციპული შეცდომა დავუშვით, ან ხარვეზი გვქონდა. 

დანარჩენი, მთავარი რაც არის, რითაც არის დროის კუთხით, ყველა თვალსაზრისით დაკავებული ხელისუფლება, ეს არის ეკონომიკა, სოციალური თემები და ა.შ. რა თქმა უნდა, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ კი, ძალიან კარგია ეს 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა და შეიძლებოდა მეტი. მთავარი რა არის - გეგმა იყო ბევრად უფრო ნაკლები, ორჯერ მეტად შევასრულეთ ჩვენ ეკონომიკური ზრდის გეგმა. რაც იყო წლის წლის დასაწყისში დაგეგმილი, ვიღაცებს ისიც ოპტიმისტურად ეჩვენებოდათ, ის ორჯერ მეტად შესრულდა. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში. 

კომენტარები