CO-თი მოწამვლა

შარტავას ქუჩაზე, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციით 2 ადამიანი გარდაიცვალა

Tabula

შარტავას ქუჩაზე, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციით ორი ადამიანი გარდაიცვალა. თბილისი ენერჯის ინფორმაციით, ისინი უცხოეთის მოქალაქეები არიან. 

როგორც ტაბულას თბილისი ენერჯიში უთხრეს, მათ ბინაში ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული, რაც დახურულ სივრცეში აკრძალულია. კომპანიაში ამბობენ, რომ ბინა წარსულში შეამოწმეს და გამაცხელებელი ჩახსნილი ჰქონდათ, თუმცა, სავარაუდოდ, ის თვითნებურად მიაერთეს. 

კომენტარები