2021 წელს გარდაცვლილები

ერმალო მაღრაძე კორონავირუსით გარდაიცვლა

ტაბულა

79 წლის ასაკში ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ერმალო მაღრაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას კლინიკა ბომონდის მთავარმა სპეციალისტმა ირმა მესხმა დაუდასტურა.

მაღრაძე ნოემბრის დასაწყისში ქუთაისის კლინიკა ბომონდის ინტენსიურ განყოფილებაში გადაიყვანეს. რეჟისორს ფილტვების 83% ჰქონდა დაზიანებული. კლინიკაში ამ დრომდე რჩება მისი ცოლი მანანა ხიდაშელი.

ერმალო მაღრაძე სამტრედიაში 1943 წელს დაიბადა. 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი სცენარისტის სპეციალობით. 1992 წელს დაარსა ერმალოფილმი. 1995 წელს გამოდის მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი შვეციის პრინცი იმერეთიდან. ავტორია ფილმებისა გზააბნეულნი, აპოკალიფსი არ იქნება, სიძე, თეა. 

მაღრაძის შემოქმედება განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტში და არაერთი მიმის, Coub-ის და სახალისო ვიდეოს ინსპირაციის წყაროა.

 

კომენტარები