არჩევნები 2021

ხაზარაძე: ოცნებას ვერ ჩავადებინებთ ჯიბეში იმას, რაც არ ეკუთვნის, ხალხის ხმებს არ გავატანთ

რაც მოვისმინეთ მანიპულაცია, რომელსაც წლების განმავლობაში ეწევა ქართული ოცნება, არის აბსურდი. თვითონ ის ფაქტი, რასაც აცხადებენ, რომ სულ რაღაც 0.5%-ით, 0.8%-ით იგებენ არჩევნებს ასეთი შანტაჟის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შედეგად, ეს უკვე ნიშნავს, რომ მაქსიმალურად ყველა ამ უბნებსა და ქალაქებში წააგეს.

ამიტომ, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, გაგრძელდება თითოეული ხმის დასაცავად, ჩვენ ქართველი ხალხის ხმებს არ გავატანთ და არ მოვაპარინებთ ქართულ ოცნებას, ეს არის გამორიცხული, რადგან სასწორზე დევს ჩვენი ხვალინდელი დღე და ვერ ჩავადებინებთ ჯიბეში იმას, რაც მათ არ ეკუთვნით, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია, ამიტომ, ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენს დამკვირვებლებს უბნებზე მოვუწოდებთ, რომ არანაირი მოდუნება, ბოლომდე ვიბრძვით თითოეული ხმისთვის, ჩვენი წარმომადგენლები ყველა ოლქში გამოვლენ, თავის სიტყვას იტყვიან თუ რა ხდება ადგილებზე

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე არჩევნების წინასწარ შედეგებზე,

კომენტარები