არჩევნები 2021

წულუკიანი: დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა დაისვენეთ, დაიძინეთ და ლოგინში გადატრიალდით

წინ კვირა დღეა. დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა დაისვენეთ, დაიძინეთ და ლოგინში გადატრიალდით.

რაც შეეხებათ ოცნების კანდიდატებს, ყველა გამარჯვებულს ვულოცავ, ვისთვისაც ხმების დათვლა დასრულდა ან ბოლო ეტაპს უახლოვდება. წინ ბევრი საქმეა! იმედების გამართლებას გისურვებთ

წერს Facebook-ზე კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი. ცესკოს წინასწარი შედეგებით, წალენჯიხის გარდა, ყველა ოლქში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი იგებს. ჯერჯერობით, არ არის გამოქვეყნებული სენაკის მონაცემები.

კომენტარები