არჩევნები 2021

"ჩაყარეს გამზადებული ბიულეტენები" – განმუხურის 39-ე უბანზე ხმების დათვლისას შუქი ჩააქრეს

ტაბულა

ზუგდიდში განმუხურის 39-ე უბანზე ხმების დათვლისას შუქი ჩააქრეს, ბიულეტენები ჩაყარეს, დამკვირვებელს სცემეს და გააგდეს: "თანასოფლელები ამბობენ, რომ მარტო ამ სკოლაში იყო შუქი ჩამქრალი, დანარჩენი ყველგან იყო ელექტროენერგია, დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში ჩაქრა და ამ მომენტში მობილიზება მოახდინეს გამზადებული ბიულეტინების, დაახლოებით 40 ბიულეტენზეა საუბარი". - ამბობს ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემა შეწყდა, მთელ საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა. 

მთავარი არხის დაკვეთით კომპანია ანოვას მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. იმედის დაკვეთით კომპანია GORBI-მა ეგზიტპოლი თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ჩაატარა. მათ მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ოთხივე ქალაქში ქართული ოცნების კანდიდატები იმარჯვებენ.

მთავარი არხის ეგზიტპოლის თანახმად

  • თბილისში: ნიკა მელია (ენმ) – 51%, კახა კალაძე (ქართული ოცნება) – 49%
  • რუსთავი: დავით კირკიტაძე (ენმ) – 53%, ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) – 47%
  • ქუთაისში: ხატია დეკანოიძე (ენმ) – 53%, იოსებ ხახალეიშვილი (ქართული ოცნება) – 47%
  • ზუგდიდში: ანზორ მელია (ენმ) –  53%, მამუკა წოწერია (ქართული ოცნება) – 47%
  • ბათუმში: გიორგი კირთაძე (ენმ) – 51%, არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) – 49%

იმედის ეგზიტპოლის თანახმად:

  • თბილისი: კახა კალაძე (ქართული ოცნება) – 57,2% ნიკა მელია (ენმ) – 42.8%
  • რუსთავი: ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) – 53,8% დავით კირკიტაძე (ენმ) – 46,2%.
  • ქუთაისი: იოსებ ხახალეიშვილი (ქართული ოცნება) – 51,9% ხატია დეკანოიძე (ენმ) – 48,1%.
  • ბათუმი: არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) – 50,8% გიორგი კირთაძე (ენმ) – 49,2%.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021 

კომენტარები