არჩევნები 2021

კობახიძე: 19:00-ის მონაცემებით, არჩევნებს ვიგებთ 20-ვე ოლქში

მინდა გაცნობოთ, რომ შემოსულია მონაცემები ჩვენი აქტივისგან, 19:00-ის მონაცემებით ჩვენ ვიგებთ არჩევნებს 20-ვე მუნიციპალიტეტში. თუმცა, რა თქმა უნდა, რჩება დაახლოებით 45 წუთი და, რა თქმა უნდა, ყველა ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ, საჭიროა გამარჯვების ბოლომდე მიყვანა, ამისთვის თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მან ორი საათის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მათი კანდიდატები მყარად იგებენ 20-დან 18 მუნიციპალიტეტში, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები კი მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50%-იან ზღვართან. 

კომენტარები