უკვე გავაკეთე არჩევანი, ყველას მინდა, მოვუწოდო უპრეცედენტო მობილიზებისკენ, განსაკუთრებით, ჩვენს ამომრჩეველს და კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, თბილისში ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ კახა კალაძეს, ასევე, ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტურია, ხმას ვაძლევთ ქართული ოცნების კანდიდატებს. არც თბილისში, არც ქუთაისში, არც ბათუმში, არც ზუგდიდში, არც ფოთში და არც არსად, არ დაბრუნდება ნაციონალური მოძრაობა, ის არ უნდა დაბრუნდეს, იმიტომ, რომ ის ბნელი წარსული ყველას გვახსოვს და ასევე ვხედავთ, რას აკეთებს ქართული ოცნება...
ერთ მხარეს საქმე, პროგრესი, პერსპექტივა, სტაბილურობა და სიმშვიდე და მეორე მხარეს არის არეულობის და სისხლისღვრის გეგმები. ამიტომაც, არჩევანი არის მარტივი და მინდა ყველას, განსაკუთრებით ქართული ოცნების ამომრჩეველს ვუთხრა, რომ დღეს არ არის სახლში დარჩენის დრო, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენს ცხოვრებაში





